www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობების ტექნიკური ზედამხედველი
მომწოდებელი: თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

ა(ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობების ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ა(ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია" ახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას.

სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე http://www.tmlaboratory.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. სამშენებლო პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა;
2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად კონტროლის განხორციელება შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობისას.
3. ობიექტზე გამოსაყენებელი მასალების ფიზიკურ და გეომეტრიულ მახასიათებლების წარმოება საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებაში.
4.მშენებლობაში გამოსაყენებელი მასალების პასპორტების, სერთიფიკაციების, მასალების ლაბორატორიული გამოცდის აქტების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება.
5.ფარული სამუშაოების აქტების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება.
6.სამუშაოთა წარმოების ჟურნალების, ბეტონის სამუშაოების, შედუღების სამუშაოების ჟურნალების წარმოების გაკონტროლება.
7. წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება.
8. შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა 2) დადასტურება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: მშენებელი ინჟინერი (დამადასტურებელი დიპლომი)
** არანაკლებ 3 წლის გამოცდილება მშენებლობის ზედამხედველობის კუთხით, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით.
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** საკუთარი ავტომანქანის ყოლა (B კატეგორია)

თემატიკა:

** ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო ნორმატივების ცოდნა.
** გასაუბრებაზე შეფასდება პროფესიული ცოდნა/ გამოცდილება

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე, (ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
** გასაუბრება.

ხელფასი: 1900 დან - 2200 მდე
კანდიდატები მიიღებიან 2 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV (ფოტო სურათით, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი (დიპლომი) და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი) შემდეგ ელ.მისამართზე: info@tmlaboratory.ge 2021 წლის 12 მარტის ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |