საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "SL Logistics Group" აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** კომპანიის პოტენციური დამკვეთების მოძიება და შეკითხვების დამუშავება
** ბაზრის კვლევა და ანალიზი
** შეკვეთების ყოველდღიური მონიტორინგი
** შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტირება.
** საჭირო საბუთების დროულად მიღება ჩაბარება და წარმოება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის სამომხმარებლო დონეზე ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სავალდებულო).
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა და არარეზიდენტ ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** თვითპრეზენტირების უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე.
ანაზღაურება: 300 ლარი პლუს ბონუსები (სტაჟირების ფარგლებში).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: info@sllogistics.ge