www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი კონდიტერი
მომწოდებელი: წისქვილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 18 მარტი

თითქმის 20 წლიანი ისტორიით "წისქვილი ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ტრადიციული სარესტორნო ქსელია; დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია ოთხი რესტორნით და სტუმრებს გამორჩეულ ქართულ ტრადიციულ გარემოში მასპინძლობს.

კომპანია აგრძელებს განვითარებას და აცხადებს ვაკანსიას უფროსი კონდიტერის პოზიციაზე, შემდეგი პირობებით:

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის 99
გრაფიკი: სრული, სტანდარტული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკონდიტრო ნაწარმის მომზადების პროცესის წარმართვა და კონტროლი კომპანიის სტანდარტით, გემოთი და რეცეპტურით;
** პროდუქციის სასაქონლო სახისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტის უზრუნველყოფა;
** რეცეპტურისა და კალკულაციების მუდმივად განახლება და სრულყოფა;
** საჭიროების შესაბამისად, ახალი პროდუქციის მომზადება და კალკულაცია;
** კერძების ტექნოლოგიური ბარათების მომზადება და კონტროლი;
** მიღებული შეკვეთების დროულად მომზადება;
** საკონდიტროს შეკვეთებისა და მარაგების კონტროლი;
** ნედლეულის მიღებასა და ხარისხზე მონიტორინგი;
** მიღებული ნედლეულის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შენახვის, დამუშავების, გამოყენების კონტროლი;
** საკონდიტროს დადგენილი სტანდარტით მუშაობის უზრუნველყოფა, სამუშაო ძალის დაგეგმვა და კონტროლი;
** საკონდიტროში სანიტარულ-ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის უმაღლესი სტანდარტის დაცვა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მიერ სამუშაოს სათანადოდ შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის ინსტრუქტაჟი სამზარეულოს დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების თაობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს მასიურ წარმოებაში მუშაობის გამოცდილებით;
** კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** საქმის წინასწარ დადგენილი სტანდარტების დაცვით შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობა და ინიციატივის უნარი.

თუ გსურთ შეუერთდეთ წისქვილი ჯგუფის გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი კონდიტერი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |