მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის.
"სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 სააერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა ცოტნე დადიანის I ჩიხი #1
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: 2000-4000
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების რეალიზაციის ზრდა.
** გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა.
** გეგმების შესრულების კონტროლი.
** თანხის ამოღების კონტროლი
** დაბრუნებების კონტროლი
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება
** ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება; (უპირატესობა მიენიჭება, ვისაც კვების პროდუქტების მიმართულებით ექნება გაყიდვების სფეროში გამოცდილება);
** გეგმებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** აქტიური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.