www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

** სატვირთო ავტონაწილები და სერვისი;
** "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
** სატვირთო ავტომანქანები.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ქალაქგარეთ - წიწამურში (საგურამოს გადასახვევთან);
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;
** კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო ფუნქციები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შედგენა;
** ბაზრის კვლევა - არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
** სარეკლამო და მარკეტინგული მასალების დამზადება;
** ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და მარკეტინგული მხარდაჭერა;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
** კომპანიის ვებ-გვერდისა და სოციალური გვერდების მართვა;
** Google Analytics - ის საშუალებით, სოციალურ ქსელებში კამპანიების ეფექტურობის შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** აუცილებელია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
** სასურველია სატვირთო/მსუბუქი ავტომობილების სფეროს ბაზრისა და სპეციფიკის ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური (მინიმუმ B2 დონე) და რუსული (მინიმუმ B1) ენების ცოდნა;
** Google Analytics, SEO, Ads Manager - ის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ჩვენს ელ.მისამართზე: HR@vakomotors.ge 2021 წლის 19 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "მარკეტინგის მენეჯერი".

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

"ვაკო მოტორსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |