"წარმოიდგინე, შენ ხარ მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი - ე.ი სუპერმარკეტში ყველაზე საჭირო ადამიანი.
** მაღაზიაში შემოსულ ადამიანებს ახვედრებ პროდუქციით სავსე თაროს;
** ეხმარები მათთვის სასურველი პროდუქციის პოვნაში;
** ამოწმებ პროდუქციის ხარისხის, ვადას, ფასმაჩვენებლებს. შენ ხომ მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერი ხარ;
** აკონტროლებ ყველაფერს სალაროსთან. კი, ნაღდ ფულსაც. დიახ, საპასუხისმგებლოა. შენ ხომ აქ მთავარი ხარ?!
** მომხმარებლებს მიმართავ "რით შემიძლია დაგეხმაროთ?" და ამით აჩვენებ, რომ ზრუნავ.
სანამ შენ ზრუნავ მომხმარებელზე, ჩვენ გვინდა შენზე ვიზრუნოთ, ამიტომ ვიფიქრეთ რა შეიძლება გჭირდებოდეს:
** კვებაზე ფიქრობ? - 50%-იანი ფასდაკლება გექნება ჩვენს პროდუქციაზე;
** სწავლაში ხელი შეგეშლება და ამაზე დარდობ? - სასურველ გრაფიკს აირჩევ;
** სწავლის საფასურის გადახდაზე გეფიქრება? - ჩვენ დაგეხმარებით;
** განვითარება და კარიერული წინსვლა გინდა? - სპარი დაწინაურების უდიდეს შესაძლებლობას გაძლევს;
გამოცდილება არ გაქვს? - მერე რა, ჩვენ გასწავლით!
და ბოლოს, შეუძლებელია ადამიანს 100% ყველაფერი მოსწონდეს. ამიტომ, თუ რაიმე არ მოგეწონება, ერთად ვიმუშაოთ მის გამოსწორებაზე!
ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით: "ერთად უკეთესია!"
გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში მიუთითე "მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერი" და ჩვენ მალე დაგირეკავთ.