www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრაქტიკული კურსი - კონტრაქტები
მომწოდებელი: საქართველოს სამართლის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

საქართველოს სამართლის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას პრაქტიკულ კურსზე: კონტრაქტები.

კურსის მიზანი:

კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ხელშეკრულების ტექსტის შედგენასა და რისკების წინასწარ გაანალიზებაში.

კურსი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზს. კურსი არ მიჰყვება სამოქალაქო კოდექსის ნორმების თანმიმდევრობას, არამედ მთლიანად აგებულია კონტრაქტის დადებისას და აღსრულებისას წამოჭრილ პრაქტიკულ საკითხებზე. კურსს გადაფარვა ექნება, აგრეთვე, ინგლისის სახელშეკრულებო სამართლის ინსტიტუტებთანაც.

კურსს უძღვება:

ქეთი ბაშინურიძე - საქართველოს სამართლის ინსტიტუტის აკადემიური გუნდის წევრი, იურიდიული კომპანია Georgian Solicitors მმართველი პარტნიორი, Solicitor of England and Wales.

კურსის შინაარსი:

კონტრაქტის ფორმაცია:

** მკაფიო ოფერტი და მისი უპირობო აქცეპტი. ნების გამოვლენის ობიექტურობის საზომი კონტრაქტის დადებისას;
** მხარეთა ქმედუნარიანობა;
** სახელშეკრულებო შებოჭვის განზრახვა სამართლებრივად სავალდებულო და აღსრულებადი ურთიერთდაპირებების გაცვლაზე ან ცალმხრივი დაპირება;
** კონტრაქტის პრივატულობის ფარგლები და მესამე პირთა მოთხოვნები.

კონტრაქტის პირობები:

** ხელშეკრულების არსებითი და არაარსებითი (მათ შორის, სტანდარტული) პირობები და სხვაობის სამართლებრივი ეფექტი;
** მკაფიოდ გამოხატული vs ნაგულისხმევი პირობები. ნაგულისხმევი პირობა - ფაქტის ძალით თუ კანონის მოქმედების ძალით? კონტრაქტის პირობის მიერ კანონის მოქმედების ამორიცხვა;
** კონტრაქტის დადებამდე გაკეთებული განცხადებები, რომელმაც განაპირობა კონტრაქტის დადება და რომლებიც არ შევიდა კონტრაქტის ტექსტში;
** წინასწარ შეთანხმებული Parol Evidence პრინციპის ფარგლები და გამონაკლისები;
** პასუხისმგებლობის გამომრიცხველი და შემზღუდველი მუხლების ნამდვილობის საზომი.

ბათილი კონტრაქტები:

** მოტყუებით, შეცდომით და იძულებით დადებული (საცილო) კონტრაქტები.
** სხვაობის რაციონალი უცილოდ ბათილ კონტრაქტებთან;
** გაბათილების სპეციფიკა და ვადები;
** რესტიტუციის და ზიანის ანაზღაურების მექანიზმების ერთობლიობა?

მართლსაწინააღმდეგო და საჯარო წესრიგის/ზნეობის საწინააღმდეგო (უცილოდ ბათილი) კონტრაქტები:

** კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების წინააღმდეგ დადებული კონტრაქტების გავრცელებული შემთხვევები სასამართლო პრაქტიკის მიხედვით;
** ბათილობის სამართლებრივი ეფექტი (რესტიტუცია) და გადაკვეთა ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგებთან.

კონტრაქტის მოქმედების ამოწურვა (Discharge of a contract)
შესრულება (კონტრაქტის შეწყვეტა შესრულებით):

** შესრულების მასშტაბი (სრული, ნაწილობრივი), შეთანხმებული სახეობა და სამართლებრივი საზომები;
** შესრულების ხარისხის განსხვავებული კანონისმიერი გარანტიები საქონლის და მომსახურების მიწოდებისას?
** შესრულებასთან გათანაბრებული სამართლებრივი მექანიზმები.
** შეთანხმება კონტრაქტის შეწყვეტაზე;
** კონტრაქტის დარღვევა და დარღვევის შედეგად კონტრაქტიდან გასვლა (მოშლა/უარის თქმა);
** დარღვევის სამართლებრივი ეფექტი არსებითი და არაარსებითი პირობის დარღვევისას;
** ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გაქარწყლება კრედიტორის მიერ გასვლის უფლების განუხორციელებლობისას.
** დარღვეული კონტრაქტის ფაქტობრივი დადასტურება და მისი სამართლებრივი შედეგები.

სხვაობა ფორს-მაჟორსა და ხელშეკრულების ფრუსტრაციას შორის.

სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და ხანდაზმულობა:

კონკრეტული შესრულების დაკისრება: მექანიზმის პრაქტიკული გამოყენების სიხშირე და რეალისტურობა.

ზიანის ანაზღაურება:

** ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობის კანონისმიერი ფარგლები:
** წინასწარ სავარაუდო ზიანი (შედარება დელიქტური ზიანის განჭვრეტადობასთან);
** მიზეზ-შედეგობრივი კავშირი;
** ბრალის ფენომენი კონტრაქტის დარღვევაში vs აბსოლუტური პასუხისმგებლობა დარღვევისას;
** ზიანის მოცულობის გაანგარიშების პრაქტიკა - სრული შესრულების მოლოდინის (expectation interest) ღირებულება vs გაღებული ხარჯის (reliance interest) ღირებულება;
** დაზარალებულის მხრიდან ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების ვალდებულება?

კონტრაქტის ნეგატიური პირობის დარღვევის აკრძალვა?

კურსის ხანგრძლივობა:

კურსი დაიწყება 2021 წლის მარტის ბოლოს და გრძელდება 5 კვირა. კურსი გაიმართება დისტანციურ რეჟიმში. მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. კვირაში გაიმართება ერთი შეხვედრა.
კურსში მონაწილეობა

კურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ისე ადვოკატთა ასოციაციის წევრებს და სხვა პრაქტიკოს იურისტებს.
კურსის წარმატებით დასრულებისას მონაწილეები მიიღებენ კურსში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

მონაწილეობის პირობები:

კურსის საფასური შეადგენს 700 ლარს. ერთი ორგანიზაციიდან პროგრამაში 3 და მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში თითო მონაწილისთვის გადასახდელი თანხა შემცირდება 15%-ით.

მონაწილეობის წინაპირობები:

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ქვევით მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe3abrIlba2KKQCnj4m_LZw3BP3t-4mxQcCs-sCys3_C45PMw/viewform

რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია ინსტიტუტის ვებგვერდზეც - http://www.gli.edu.ge მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3le3Ynd

კურსში მონაწილეობა შესაძლებელია საფასურის გადახდის საფუძველზე. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მარტი. მონაწილეობის საფასურის 50%-ის დაფარვა უნდა მოხდეს 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით. საფასურის წინსწრებით სრულად დაფარვის შემთხვევაში მონაწილე ისარგებლებს 5%-იანი შეღავათით.

N.B. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და პროგრამაში მონაწილეობის მსურველების მიღება მოხდება first come, first served პრინციპით. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ქეთი ღოღობერიძე, საქართველოს სამართლის ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერი, 591 07 78 78; ელ-ფოსტა: k.ghoghoberidze@gli.edu.ge

ვებ: http://www.gli.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |