www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

სს "ჯორჯიან ქარდი", საქართველოში არსებული ერთ-ერთი მსხვილი საპროცესინგო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ზოგადი მოვალეობები:

** ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების საქმიანობის კონტროლი და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებაზე დაკისრებული ვალდებულებების და ამოცანების დროულად და ხარისხიანად შესრულების კონტროლი;
** ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების, სამომავლო განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებაში სრულფასოვანი და ჯანმრთელი სამუშაო გარემოს შექმნა;
** თანამშრომლის კორპორატიული სახელმძღვანელოთი განსაზღვრული წესების დაცვა;
** ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა და მისი გაუცემლობა;
** დადგენილი ვადების ზედმიწევნით დაცვა;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ინფორმაციული სისტემების ლოგების მენეჯმენტი, რაც მოიაზრებს SIEM გადაწყვეტილებაში სისტემების კორექტული ქცევის შაბლონების შემუშავებას, ლოგების შეგროვებას, ანალიზს და მონიტორინგს;
** ინფორმაციული სისტემებიდან მიღებული ლოგების კორელაციის საფუძველზე პრობლემის გამოვლენა და მოსაგვარებელი სამუშაოების გეგმარება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მუდმივი მონიტორინგი და ორგანიზაციის მზაობის უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების ანალიზი და სამუშაო გეგმის შედგენა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ოპტიმიზაციის მიზნით საჭირო ლოგიკის შემუშავება და დანერგვა;

ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების:

** SIEM;
** Vulnerability Management;
** Patch Management;
** DLP (Data Loss Prevention);
** Anti-Virus;
** Mail Security Gateway;
** Web Security Gateway (User/Server Proxy);
** IDS/IPS (Intrusion Detection/Prevention System);
** WAF (Web Application Firewall);
** PKI (Public Key Infrastructure);
** PAM;
** Malware Analysis
** მართვა, მათი ოპტიმიზაცია და ეფექტურობის მაღალი ხარისხის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქვემოთ მოცემული ორგანიზაციების მიერ გაცემული სერტიფიკატები, ჩაითვლება უპირატესობად
** ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი მიმართულებების სიღრმისეული ცოდნა:

** ინფორმაციული ტექნოლოგიები
** ინფორმაციული უსაფრთხოება
** რისკების მენეჯმენტი
** ბიზნეს უწყვეტობა

კანდიდატი კარგად უნდა იცნობდეს ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებს და მათ მიერ მიერ დადგენილ კონტროლებს:

** NIST
** ISO
** PCI
** COBIT

კანდიდატს უნდა გააჩნდეს, ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული, საქართველოში კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციებისა და მოთხოვნების ცნობა
კანდიდატს უნდა გააჩნდეს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტებში მონაწილეობის გამოცდილება.

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით, საწყისი დონის სერტიფიცირება, როგორიც არის:

** (ISC)2 - SSCP (Systems Security Certified Practitioner)
** ISACA - CSX Cybersecurity Fundamentals Certificate
** SANS GIAC - GISF (Information Security Fundamentals)
** CompTIA - Security+
** EC-Council - CEH (Certified Ethical Hacker)
** კანდიდატმა უნდა შეძლოს მომდევნო 2 წლის განმავლობაში ქვემოთ მოცემული სერტიფიკატებიდან რომელიმეს დაუფლება (თუ აღნიშნული სერტიფიცირება გავლილი არ აქვს):
** (ISC)2 - CISSP (Certified Information Systems Security Professional)
** ISACA - CISM (Certified Information Security Manager)
** SANS GIAC - GCED (Certified Enterprise Defender)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** შიდა და გარე მომხმარებლებთან გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება
** პრობლემების გადაჭრის უნარი ინდივიდუალურად და გუნდთან შეთანხმებით;
** პროაქტიული დამოკიდებულება ახალი ამოცანების მიმართ;
** ენების ცოდნა:
** ინგლისური (ტექნიკური და ბიზნეს კომუნიკაცია)
** რუსული (საბაზისო)

კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 15 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |