www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ჰორეკა
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

შპს "ჰორეკა" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

კომპანია "ჰორეკა" 2008 წლიდან აქტიურად ახორციელებს ევროპული ბრენდების (Tork, Tana, Columbus, Spring Air) ჰიგიენური საშუალებების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით და თანამშრომლობს კორპორატიულ კლიენტებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** გამოყოფილ ტერიტორიაზე არსებული ყველა პოტენციური ობიექტების ათვისება;
** პროდუქტის შესახებ პრეზენტაციის ჩატარება ყოველ ობიექტზე;
** სპეციალური მოწყობილობების ობიექტისათვის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემა-მონტაჟი;
** ხელშეკრულებების გაფორმება და პროცესების სრული მონიტორინგი;
** გაცემულ კრედიტებზე მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისად დავალიანების დროულად ამოღება, საქართველოს საგადასახადო წესების სრული დაცვით სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელება;
** ფინანსური განყოფილების მიერ მიცემული ინსტრუქციების შესრულება საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
** მიწოდების სამსახურთან სინქრონული მუშაობა;
** უშუალო კონკურენტების პროდუქციის პარამეტრების , ხარისხის და ფასების მუდმივი მონიტორინგი და შესწავლა. კონკურენტების აქტივობების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი - 30 წლამდე;
** სქესი - მამრობითი;
** უმაღლესი განათლება;
** მართვის მოწმობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** შრომისმოყვარე და აქტიური;
** პრობლემათა დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** ამბიციური;
** პრინციპული.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - სრული სამუშაო დრო
შაბათი - ნახევარი სამუშაო დღე
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში - 400 ლარი. შტატში აყვანის შემდეგ მინიმალური - 800 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@horeca.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |