www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი, ტრაილერის მძღოლი
მომწოდებელი: ტრანზიტ მ
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

კომპანია "ტრანზიტ მ" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე, ასევე სატვირთო ტრაილერის მძღოლის პოზიციაზე.

კომპანია "ტრანზიტ მ" 2005 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო ასორტიმენტის სამშენებლო მასალებს. კომპანია "ტრანზიტ მ" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, და ბათუმში.

"ტრანზიტ მ" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. კომპანია "ტრანზიტ მ"-ის ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

მოვალეობები:

** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების (ქსელური მაღაზიების) მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით
** უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და გამოტანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

საჭირო უნარ ჩვევები:

** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის და გამართულად მეტყველების უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** ინიციატივის გამოვლენის უნარი.

შერჩევის ფორმა:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: tranzit-m2005@mail.ru და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |