www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომპიუტერის სხვადასხვა მიმართულების ტრენერები
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

შპს "VIP Intellect Group" ერთ-ერთი მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრია საქართველოში, რომლის მენეჯმენტს და ძირითად გუნდს მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება გააჩნია.

დაწვრილებითი ინფორმაცია ცენტრის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე www.vipintellect.ge

შპს "VIP Intellect Group"-ს, მოთხოვნილების გაზრდასთან დაკავშირებით, ესაჭიროება კომპიუტერული პროგრამების სხვადასხვა სპეციალობის მცოდნე პრაქტიკოსი ტრენერები, რომლებიც ჩაატარებენ ლექციებს, როგორც ოფისში მოსვლით, ასევე მსმენელთა მოთხოვნიდან გამომდინარე - დისტანციურად, როგორც ფიზიკურ პირებთან ასევე, დამკვეთი კომპანიის კადრებთან.

ცხადდება ვაკანსიები შემდეგ თანამდებობებზე:

1. საოფისე პროგრამების და მათ შორის ექსელის (საბაზო და გაძლიერებული) კურსების პედაგოგი;
2. ვებ პროგრამირების პედაგოგი;
3. Power-BI-ის პრაქტიკოსი სპეციალისტი-პედაგოგი;
4. 2D გრაფიკული პროგრამების პედაგოგი (ილუსტრატორი, ინდიზაინი)
5. 3Ds Max-ის პედაგოგი;
6. ავტოკადის და არქიკადის პედაგოგი.

სამუშაო საათები: შეთანხმებით (კვირაში ორი-სამი დღე). არასრული სამუშაო საათები შესაძლებელია შეუთავსოთ თქვენს მუდმივ სამსახურს.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კონკრეტული პროგრამის ან პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
** ტრენერად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სასწავლო პროგრამა (პრაქტიკული მაგალითებით და ამოცანებით დატვირთული).

პიროვნული ღირებულებები:

** კომპანიის შინაგანაწესის გათავისება და გათვალისწინება
** გუნდში მუშაობის უნარი
** კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება კომპანიის ყველა წევრთან
** საკუთარი პროგრამის მუდმივად განვითარება და სიახლეების დანერგვის მოტივაცია.

ანაზღაურება: ყოველი ჯგუფიდან ან შესრულებული შეკვეთებიდან 50% - დარიცხული ხელფასი.

მსურველმა უნდა გამოგზავნოს თავისი CV ქართულ ენაზე, სადაც მითითებული იქნება დეტალურად სამუშაო გამოცდილება. ჩვენ თავად დავუკავშირდებით სასურველ კანდიდატებს.

ისეთი პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, ნუ გამოგვიგზავნიან თავიანთ მონაცემებს.

მონაცემები გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: ninovipicg@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |