სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე მედიკამენტებით სარგებლობის მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შესაბამისი პროგრამიდან მედიკამენტებზე ინფორმაციის ამოღება;
** ოჯახის ექიმების მიერ ყოველკვირეულად გაცემული დანიშნულებების განხილვა;
** ოჯახის ექიმების დანიშნულების მონიტორინგი;
** ოჯახის ექიმებისათვის ინფორმაციის გაგზავნა, შესაბამისი უკუკავშირი;
** ოჯახის ექიმებისათვის სამოტივაციო სისტემის შექმნა.
** ანაზღაურების მენეჯერების მიერ გაცემული ანაზღაურების (მედიკამენტები) კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო გაიდლაინების, პროტოკოლების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულო);
** რუსული ენის ცოდნა (სასურველი);
** აფთიაქში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** საოფისე პროგრამების ფლობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** კარგი კომუნიკაციური და ორგანიზატორული უნარები;
** მაღალ სამუშაო ტემპში და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** არაკონფლიქტურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მედიკამენტებით სარგებლობის მონიტორინგის მენეჯერი".
განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 05 მარტამდე.