www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: WEB და სოც. მედია კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

JRC - ჟურნალისტიკის რესურსცენტრი http://www.jrc.ge - მუშაობს თბილისში რეგიონული მედიის გაძლიერებისთვის. JRC აერთიანებს რამდენიმე მედიალატფორმას, მათ შორის
http://jrc.ge/home/
http://agro.jrc.ge/
http://abcdef.ge/
http://toktv.ge/

JRC - ჟურნალისტიკის რესურსცენტრი ეძებს მოტივირებულ ახალგაზრდას WEB და სოც მედია კონტენტ მენეჯერის პოზიციის დასაკავებლად.

შერჩეულ კანდიდატს დაევალება:

** ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების გვერდების მართვა Facebook, instagram, Twitter, YouTube;
** ორიგინალი კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება და გავრცელება;
** მზა კონტენტის ადაპტირება საიტისთვის და სოციალური ქსელისთვის.
* ვებ გვერდისთვის ფოტოების დამუშავება, გრაფიკული ბანერების მომზადება/დამუშავება/შექმნა, გამოქვეყნება ;
** ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის განახლება.
** მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა Facebook ads, Google ads პლატფორმებზე;
** სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოვალეობები:

** ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვა კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდების სტრატეგიიდან გამომდინარე
** სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია;
** პროექტების ანალიზი და მისი შემდგომი სრულყოფა ეფექტურობის ამაღლების მიზნით
** Facebook Ads Manager მეშვეობით ფასიანი რეკლამის განთავსება
** ციფრული რეკლამის სტრატეგიული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი აქტივობების განსაზღვრა, შესრულება და ეფექტიანობის მონიტორინგი
** მჭიდრო კომუნიკაციის მარკეტინგის, გაყიდვების და ბიზნეს განვითარების ჯგუფთან , ასევე სარედაქციო გუნდთან
** Facebook, YouTube და Instagram- ის რეკლამირების კანონის შესახებ ჩარჩოებში მუშაობის უნარი
** გრაფიკული დიზაინის სამუშაოს შესრულება კონტენტების განსათავსებლად.
** რუსული და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა აუცილებელია.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც ისაუბრებთ ამ პოზიციაზე მუშაობის ხედვასა და თქვენთვის საჭირო პირობებზე, მათ შორის ანაზღაურებაზე.
დაგვიკავშირდით მისამართზე info@jrc.ge არაუგვიანეს - 22 მარტისა.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |