სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!
სს "ოპპა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** IT პროექტების მენეჯერებთან ერთად მუშაობა მიმდინარე პროექტების მართვაზე;
** დეველოპმენტის გუნდთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
** დეველოპმენტის გუნდის წევრების კოორდინაცია;
** მიმდინარე პროექტებისა და დავალებების მონიტორინგი;
** საჭირო შეხვედრების ორგანიზება გუნდის წევრებს შორის;
** Task Management სისტემის მუდმივი განახლება და დავალებების სტატუსების კონტროლი;
** პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების წარმოება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია პროექტების მართვის რომელიმე მეთოდის საბაზისო დონეზე ფლობა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საძიებო სისტემებში ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი;
** განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.