www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მილენიუმ აუდიტ კონსალტინგი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

აუდიტორული კომპანია "აუდიტ კონსალტინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი/ლილოს მიმდებარე ტერიტორია

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების დამუშავება-გატარება საბუღალტრო პროგრამაში;
** ინფორმაციის დამუშავება დეკლარირებისათვის;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება-გატარება;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** კერძო ან საჯარო სფეროში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ACCA-ს მინიმუმ პირველი დონის შესაბამისი ცოდნის ფლობა;
** საბუღალტრო პროგრამის (პროგრამების)ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.

უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: rusotsertsvadze@gmail.com არაუგვიანეს 19 მარტის, გთხოვთ ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |