www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მეპერსი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 მარტი

"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში. ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.

კომპანია "მეპერსი" აცხადებს ვაკანსიას მხაზველის (Drafter) პოზიციაზე.

მოვალეობის/სამუშაოს დეტალური აღწერა:

** ნახაზების შედგენა საპროექტო (AutoCAD) პროგრამაში (გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ხანძარქრობა, წყალმომარაგება-კანალიზაცია)
** ტექნიკური სამსახურის დახმარება სხვადასხვა ტიპის ნახაზების მომზადებაში.

განათლება, კვალიფიკაცია:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** საპროექტო პროგრამის AutoCAD ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: გამოცდილება საინჟინრო სისტემების ხაზვაში.

ენების ცოდნა: ინგლისური.

ანაზღაურება და სხვა ბენეფიტები:

** ხელფასი კვალიფიკაციის შესაბამისად
** სამედიცინო დაზღვევა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com

ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.meppers.ge ან Facebook გვერდს: https://www.facebook.com/meppersGeorgia/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |