"კენ ვოლკერის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვისა და ოჯახის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასება კურიკულუმზე დაფუძნებული შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით
** შეფასების შემდგომი ინდივიდუალური განვითარების/მომსახურების გეგმის გაწერა;
** გაწერილი ინდივიდუალური განვითარების/მომსახურების გეგმის განხორციელება;
** მშობელთა ან სხვა საჭირო დაწესებულებების კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** ინკლუზიურ სკოლამდელ ან სასკოლო განათლებაში ჩართვის ხელშეწყობა;
** თემში არსებული ასაკისა და საჭიროების შესაბამის მომსახურებებში ჩართვის ხელშეწყობა;
** საჭიროების შემთხვევაში, ახალი დაწესებულების მიერ პირველი ინდივიდუალური განვითარების/მომსახურების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ინდივიდუალურ და/ან ჯგუფურ სამუშაო შეხვედრების მონაწილეობა;
** მშობლის განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ქცევის მართვისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** დოკუმენტაციის წარმოება
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს:
ა) უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პროფესიაში:
** ფსიქოლოგია
** სპეციალური განათლება
** ოკუპაციური თერაპია
** ფიზიკური თერაპია
** მეტყველების თერაპია
** ადრეული პედაგოგიკა
** მედიცინის სფეროში უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
ბ) ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სავალდებულოა P, A ან B დონე).
პარა-პროფესიონალი - რომელსაც აქვს:
ა) ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის დამადასტურებელი სერტიფიკატი (A ან B დონე)
ბ) ამავე პროგრამაში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება.
სავალდებულო მოთხოვნები:
** თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kwclinic.ge