www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 26 თებერვალი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 17 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული სათვალთვალო კამერების კონტროლი
** ტერიტორიაზე მოსული უცხო პირის ვინაობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება.
** გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება, ხელმძღვანელისათვის შეტყობინება
** პერიმეტრის კონტროლი
** საჭიროებიდან გამომდინარე მაღაზიების ვიზიტი და მორიგეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავაზიანობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |