www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურისტი/სტაჟირება
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, ხართ ენერგიული და მოტივირებული, კომპანია "მისო ევროკრედიტი" საშუალებას გაძლევთ მიიღოთ გამოცდილება საფინანსო სფეროში, განივითაროთ ბიზნესისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, იმუშაოთ სასიამოვნო გარემოში და მიიღოთ კარიერული წინსვლის და განვითარების საუკეთესო შანსი.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ვისაც სურთ მიიღონ გამოცდილება თავიანთ პროფესიაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევრო კრედიტი" აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში, იურისტის პოზიციაზე.

ანაზღაურება 200 (ორასი) ლარი ხელზე ასაღები
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:

** საქმისწარმოების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დოკუმენტაციის მომზადება სასამართლოსთვის, არბიტრაჟისათვის, შსს მომსახურების სააგენტოსათვის;
** დეპარტამენტის მიმდინარე საქმეების მართვაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მუშაობის გამოცდილება არ არის აუცილებელი;
** საოფისე პროგრამების (Word; Excel) ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** ენერგიული;
** მოტივირებული;
** სხარტი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "სტაჟირება იურისტი".

გთხოვთ, განაცხადი გადმოაგზავნოთ არაუგვიანეს 2021 წლის 10 მარტისა.

კომპანიაში მკაცრად დაცულია COVID 19-ის გავრცელების პრევენციული ზომები.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |