კომპანია "ბორან სოფქიმია" აცხადებს სტაჟირებას აგრონომის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** პროდუქტების ახალი პორტფელის შედგენაში მონაწილეობის მიღება და ამ პორტფელის სიღრმისეული შესწავლა
** იმპორტირებული საშუალებების, სურსათის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციაში ჩართულობა
** ფერმერებისათვის საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო მასალების შექმნაზე აქტიური მუშაობა
** ფერმერებისთვის პრეზენტაციების და ლექციების ჩატარება
** კორპორატიულ კლიენტებთან, საქართველოს ყველა რეგიონში პრეზენტაციების ჩატარება
** ფერმერების კონსულტაცია და რეკომენდაციების მიცემა მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ
** ფერმერებისთვის კონსულტაციის მიცემა ორგანიზაციის ასორტიმენტში არსებული პროდუქციის მახასიათებლების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი აგრონომიის, ბიოლოგიის ან მონათესავე განხრით
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა
** მათემატიკის კარგად ცოდნა
უნარები:
** მოტივირებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნება
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გასაუბრების გავლის შესაბამისად
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ.მისამართზე s.moniava@borun.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "აგრონომი".