საზოგადოება "ბილიკი", ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში, 6-დან 18 წლამდე ბენეფიციართა "დღის ცენტრში" აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:
** იმუშაოს დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე; თვეში 40 საათი (სრული განაკვეთი);
** ბენეფიციარების ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** ბენეფიციარის მშობელთან მუშაობა, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე;
** ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ჩატარება/მუშაობა;
** ფსიქოლოგიური საჭიროებების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში შესაბამისი ღონისძიებების ასახვა და შესრულება;
** ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროება ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;
** სხვადასხვა ღონისძიების (შემეცნებითი და გასართობი) დაგეგმვა და ორგანიზება, ბენეფიციარების აქტიური ჩართულობით;
** დღის ცენტრის მშობლებისთვის მათი საჭიროებიდან გამომდინარე საინფორმაციო შეხევდრების ორგანიზება, თემების მომზადება და ჩატარება;
** შემთხვევის განხილვასა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
** ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** წერითი უნარ-ჩვევები
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** საზოგადოება "ბილიკის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: societybiliki@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ "ფსიქოლოგის ვაკანსია".
აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 8 მარტი, 2021 წელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ მობილურზე: 599 534045.