www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბარისტა, მეკრეპე
მომწოდებელი: Le Petit
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

ორბელიანის (კოლმეურნეობის) მოედანზე ვხსნით კაფეს "Le Petit" და გვესაჭიროება კანდიდატები შემდეგ პოზიციებზე:

1. ბარისტა-მოლარე

მოვალეობები:

** კლიენტებთან ურთიერთობა/მომსახურება;
** მენიუს დეტალურად ცოდნა (ასევე პროდუქციის შემადგენლობა) და კლიენტებისთვის მათი გაცნობა (დაინტერესების შემთხვევაში)/შეთავაზება;
** მოთხოვნილი პროდუქციის მომზადება (ყავა, ჩაი, ფრეში, ცივი ყავა, კოქტეილი, ცხელი შოკოლადი) / შეფუთვა (კრეპი, ნამცხვრები);
** სალაროსთან მუშაობა;
** სამუშაო ტერიტორიის (ბარის) ყოველდღიური დასუფთავება წესების დაცვით;
** მაცივრის ტემპერატურის პერიოდული შემოწმება;
** პროდუქციის ხარისხის და ვადების კონტროლი;
** მარაგის/საწყობის კონტროლი და შევსებაზე მოთხოვნა;
** ტექნიკური მოწყობილობების პერიოდული შემოწმება, გამართულად მუშაობს თუ არა;
** კაფეს ტერიტორიაზე სისუფთავის მკაცრი დაცვა/კონტროლი.

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამა FINA-სთან მუშაობა;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** კლიენტის მიმართ კეთილგანწყობილი, თავაზიანი და ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება და მუშაობა;
** სამუშაო გეგმის, დროის სწორად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** პოზიტიური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მობილიზებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

2. მეკრეპე

მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობა;
** კრეპის ცომის და შიგთავსის (ნახევარფაბრიკატების) მომზადება და გამოცხობა;
** პროდუქციის დაფასოება და შენახვა წესების დაცვით;
** პროდუქციის ხარისხის და ვადების კონტროლი;
** სამზარეულოს მარაგის კონტროლი და შევსებაზე მოთხოვნა;
** სამზარეულოს ყოველდღიური დასუფთავება წესების მკაცრი დაცვით;
** მაცივრის ტემპერატურის კონტროლი.

მოთხოვნები:

** აუცილებელია გავლილი ჰქონდეს კულინარიული აკადემიის კურსები;
** სწრაფად მუშაობის უნარი;
** მოხერხებული;
** დროის სწორად განაწილების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება და მუშაობა;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კრეატიული;
** პოზიტიური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო საათები: დღეში 12 საათი;
სამუშაო დღეების განაწილება შესაძლებელია კადრებს შორის.
ხელფასი ორივე პოზიციაზე, თითო კადრს 500 ლარი.

საკონტაქტო ელფოსტა: 20twenty.llc.ge@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |