www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მობილური ახალგაზრდული მუშაკი
მომწოდებელი: ახალგაზრდობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 21 მარტი

სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტო" იწყებს მობილური ახალგაზრდული მუშაკების შერჩევას.

საერთაშორისო ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები", პარტნიორებთან ერთად - სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტო", საერთაშორისო ორგანიზაცია "კონრად ადენაუერის ფონდი" და ააიპ "ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია", ახორციელებს პროექტს "უნარები წარმატებისთვის", რომლის მიზანია სამეწარმეო და საბაზრო უნარების განვითარება-შენარჩუნების გზით ხელი შეუწყოს განათლების, დასაქმებისა და ტრენინგის მიღმა მყოფი (NEETs) და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.

პროექტი განხორციელდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

** თელავი
** ლაგოდეხი
** ახმეტა
** ოზურგეთი
** ლანჩხუთი
** ჩოხატაური
** გორი
** კასპი
** ამბროლაური
** ონი

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს: ასაკი: +21.

პროექტის ფარგლებში საკონკურსო კომისია პირველ ეტაპზე გამოავლენს 30 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც 3 თვის განმავლობაში ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და კურსის ფარგლებში მოემზადებიან მობილური ახალგაზრდული მუშაკები შემდეგი მიმართულებით: ახალგაზრდული მუშაკის საკვანძო კომპეტენციები და მობილური ახალგაზრდული საქმიანობა, პროფესიული ორიენტაცია და კარიერული კონსულტაცია, მეწარმეობა.

სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ საკონკურსო კომისიის მიერ 30 მონაწილიდან შეირჩევა და დასაქმდება პირველ ეტაპზე შერჩეული და სასწავლო კურსდამთავრებული 20 მობილური ახალგაზრდული მუშაკი (დანარჩენი 10 კანდიდატი იქნება სარეზერვო სიაში და ვაკანტური პოზიციის შემთხვევაში დასაქმდება).

პროექტის ხანგრძლივობა: 3 წელი
შრომის ანაზღაურება: 1356 ლარი (კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით)

პროექტის ფარგლებში დასაქმებული მობილური ახალგაზრდული მუშაკის ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებში ჩართვა;
** ახალგაზრდების რეკრუტირება;
** ახალგაზრდულ აქტივობებში მონაწილეების ჩართვა/გააქტიურება;
** ანგარიშგება პროექტის განმახორციელებელ უწყებასთან.

გთხოვთ გაეცნოთ დეტალურ სამუშაო აღწერილობას, რომელიც წარმოდგენილია თანდართული ფაილის სახით.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 21+
** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული/სტუდენტი სასურველია ფსიქოლოგიის, განათლების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლების მეთოდებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (მათ შორის მოხალისეობრივად მუშაობის გამოცდილებაც);

ცოდნა და უნარები:

** ახალგაზრდობის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ ცოდნა;
** ახალგაზრდების განვითარების ეტაპებისა და საჭიროებების შესახებ ცოდნა; ჯგუფის/ინდივიდების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათი სასწავლო მიზნებად გადაქცევის უნარი;
** არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების, თეორიული ჩარჩოებისა და საგანმანათლებლო მეთოდების ცოდნა;
** ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის უნარი, როგორც ახალგაზრდების ჯგუფებთან, ასევე ცალკეულ ბენეფიციარებთან.
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილობა სიტუაციის/გამოწვევების, ბენეფიციარების საჭიროებისა და სამუშაო არეალის შესაბამისად;
** კონფლიქტების მართვის კომპეტენცია;
** ემპათიურობა, სოლიდარობა, გენდერული სენსიტიურობა;

Სავალდებულო წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** CV
** Სამოტივაციო წერილი
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან უმაღლესი სასწავლებლიდან ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ)
** Პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

კონკურსში მონაწილეობის მიზნით, უნდა წარადგინოთ განაცხადით მოთხოვნილი საბუთები ელ. ფოსტაზე: skills4success2021@gmail.com

სავალდებულოა: აპლიკანტმა ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოს ის მუნიციპალიტეტი, რომელშიც სურს კონკურსის ფარგლებში მონაწილეობის მიღება

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

მოთხოვნილი დოკუმენტების არასრულფასოვნად წარმოდგენის შემთხვევაში, აპლიკანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს;

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
** მეორე ეტაპი - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება;
** მესამე ეტაპი - მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. (მესამე ეტაპზე, მონაწილეთა შერჩევა მოხდება, ქულათა რეიტინგის მიხედვით, მუნიციპალიტეტების შესაბამისად. თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ემთხვევა პროექტის განხორციელების ლოკაციებს.)
** მეოთხე ეტაპი - სასწავლო პროცესში მონაწილე 30 მომზადებული კანდიდატიდან 20 საუკეთესო მონაწილის საკონკურსო კომისიის მიერ შერჩევა და პროექტის ფარგლებში დასაქმება.

განაცხადების შემოტანის ვადა: 23 თებერვლიდან 21 მარტის ჩათვლით.

სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტო" ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზ. N76ბ

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ტელ: 599 877 114; 511 13 07 42
ელ-ფოსტა: skills4success2021@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |