www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Optimo
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სს "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია "დიჯითალ არეა" პროექტისთვის "OPTIMO" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი თანამედროვე მოწყობილობა, რომელიც ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფით, მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით აწვდის მათ სტატისტიკას, საჭირო ინფორმაციას, რჩევებს და ზრუნავს პარტნიორების განვითარებაზე, რადგან მათი წინსვლა პირდაპირპროპორციულია "ოპტიმოს" წარმატებისა.

** თუ კარიერა ახალი დაწყებული გაქვს გაყიდვების მიმართულებით;
** გაყიდვების სფერო შენთვის მიმზიდველი და საინტერესოა;
** სურვილი გაქვს გაიუმჯობესო კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** გაინტერესებს ადამიანის ფსიქოლოგია და პროტოტიპები;
** გსურს წვლილი შეიტანო მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაში

შენი ფუნქცია იქნება:

** ახალი პარტნიორი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების და შეთავაზებების პროცესის მართვა, განხორციელება;
** პარტნიორული ქსელის არსებული ურთიერთობების განვითარება, პარტნიორების მიმდინარე საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი, ინოვაციური შეთავაზებების მომზადება, მიწოდება, განხორციელება;

თუ შენ:

** ხარ აქტიური;
** გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
** გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან კომუნიკაცია;
** არ ერიდები შეკითხვების დასმას და სიამოვნებით პასუხობ, როდესაც გეკითხებიან.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს და დამატებით ბონუსს;
** სამუშაო გრაფიკი, 10:00-19:00 საათამდე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პერსონალური უნარების განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: "დიჯითალ არეას" სათავო ოფისი პეკინის 41

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: careers@digitalarea.ge 8 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელ. წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |