სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას განვადების ოფიცერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო ადგილი: ვაზისუბანი, ჰუალინგ პლაზა.
მოვალეობები:
** კლიენტებისთვის კონსულტაციების გაწევა განვადების პირობებთან დაკავშირებით;
** განვადების განაცხადის მომზადება და წარდგენა;
** ბანკის საცალო პროდუქტების რეალიზება;
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა საბანკო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია - ტექნიკური, საბანკო ან საფინანსო განხრით);
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 8 მარტი.
შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!