"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.
"ორეი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: 400 ლარი (გამოსაცდელი ვადის პერიოდში)
ძირითადი მოვალეობები:
** ხელშეკრულებებისა და სხვა შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადებები, წერილები, მინდობილობები და სხვა) მომზადება და ანალიზი;
** ხელშეკრულებების აღრიცხვა;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** მთავარ იურისტთან შეთანხმებით სხვა მიმდინარე საქმეების განხორციელება და მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (იურისტი).