www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი ტრენერების შესარჩევად
მომწოდებელი: People In Need
თანდართული ფაილი: 91593_TOR_trainers_7992198.zip
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

მოცემული აქტივობა წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში" ნაწილს, რომელსაც ახორციელებს ორგანზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს, რომლებიც ემსახურებიან მოსახლეობის საჭიროებების წარმოჩენას, რეალური სისტემური ცვლილებების გატარებასა და წინა პლანზე ახალი, მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევას, რომლებიც არ არის ცნობილი და საზოგადოებაში ფართოდ განხილვადი. ვაღიარებთ რა სამოქალაქო აქტორების მრავალფეროვნებას, მონაწილეებისგან არ ვითხოვთ ფორმალურ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციად ჩამოყალიბებასა და ამ მხრივ, სტანდარტული გზის გავლას. ამავდროულად, გვჯერა, რომ გამოცდილების გაზიარებით, შეგვიძლია ერთმანეთისგან მრავალი ღირებული რამ ვისწავლოთ.

"ფიფლ ინ ნიდ" იწვევს კვალიფიციურ ტრენერ(ებ)ს/ექსპერტ(ებ)ს შესაძლებლობების ამაღლების ქვემოთ აღწერილი მოდულების ჩასატარებლად რვა ახალბედა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის. კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადი წარმოადგინონ ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ საკითხზე ან ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე. უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებიც თემას განიხილავენ პრაქტიკული, მონაწილეობითი ვორქშოპის სახით.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადი შემოიტანონ ერთ-ერთ სასწავლო თემაზე ან ერთდროულად რამდენიმე მათგანზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** სასწავლო პროგრამების კონცეფცია, რომლებშიც დეტალურად იქნება აღწერილი სასწავლო თემები, ასევე პირისპირ ან ონლაინ რეჟიმში სწავლების პროცესის ყველა ეტაპი. ინსტრუმენტები, რომლებიც იქნება გამოყენებული პროცესის მონაწილეობითი ხასიათის უზრუნველსაყოფად, მონაწილეების საჭიროებების გასათვალისწინებლად;
** CV (CV-ში ნათლად უნდა იყოს აღწერილი ტრენერების გამოცდილება იმ სფეროში, რომელსაც ეხება ტრენინგი)
** ხელმისაწვდომობა (კონკრეტულ თარიღებში) 2021 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვეებში (ზოგიერთი მოდული ასევე გათვალისწინებული ივნისი-დეკემბრისთვის)
** იურიდიული პირის შემთხვევაში, გთხოვთ თან დაურთოთ თქვენი ორგანიზაციის ან კომპანიის პროფილი, ასევე იმ ტრენერ(ებ)ის/ექსპერტ(ებ)ის პროფილები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურების გაწევას, მათ შორის CV, გამოცემული ნამუშევრები.
** 2 რეკომენდაცია მსგავს თემებზე ჩატარებულ ტრენინგებთან დაკავშირებით.

ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის ანაზღაურება შეადგენს 150 ევროს 1 სამუშაო დღისთვის (მომზადებისა და ტრენინგის ჩათვლით).

გადაწყვეტილების მიღების პროცესი:

განაცხადების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

** ტრენერის გამოცდილება შესაბამის სფეროში.
** ამოცანების/შემოთავაზებული პროგრამის მოკლე შეჯამება

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: Georgia-CSA@peopleinneed.cz და გთხოვთ ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ: Tailored Capacity Building - RCSA.

განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 2021 წლის 1 მარტი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანა თანაბრად შეუძლიათ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |