www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიციის მიზანი: Paybox-ისა და Oppa-ს პროგრამული უზრუნველყოფისთვის კონტენტის განახლებების მომზადება.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით გადახდის სერვისების აწყობა XML და Json ფაილებში: დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება, ტექნიკური დეტალების შეთანხმება, სერვისების დასამატებლად და ცვლილებებისათვის საჭირო კონტენტის მომზადება და პროგრამაში ასახვა;
** ცვლილებების საჭირო რგოლებთან შეთანხმება, ტესტირების შედეგების მიხედვით გასწორება და დადასტურება;
** საგადამხდელო არხებში (PayBox სწრაფი გადახდის ტერმინალები, OPPA ელექტრონული საფულე) ჩართული სერვისების მონიტორინგი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გასწორების უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** XML და/ან JSON ფაილებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პოზიცია იდეალურია დამწყები პროგრამისტებისთვის.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@oppa.ge; გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |