www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 მარტი

კლინიკა "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის ვიზიტის გამართული პროცედურის უზრუნველყოფა;
** მის კომპეტენციაში არსებული სამედიცინო მანიპულაციების დროული და სწორი ჩატარება;
** დაწესებულებაში მოქმედ საოპერაციო პროგრამაში მუშაობა;
** უზრუნველყოს ავადმყოფობის ისტორიის გამართული წარმოება დადგენილი წესით;
** საჭიროებისამებრ დაეხმაროს პაციენტს რეგისტრატურასა და სხვა სპეციალისტთან სამედიცინო მომსახურების მიღებაში ყველა საჭირო რგოლის ჩართვით;
** ექიმის არ ყოფნის შემთხვევაში დროულად გამოცხადდეს სამსახურში და მოემსახუროს პაციენტებს ასისტენტის უფლება-მოვალეობების ფარგლებში;
** საქართველოს კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად აწარმოოს ანგარიშგება დადგენილი წესით, მაგ. ფორმა 025 და სხვ. ხელმძღვანელი პირების სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი და/ან არასრული სამედიცინო განათლება და/ან საექთნო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

სპეციალური ცოდნა:

** ექიმის ასისტენტი უნდა იცნობდეს საქართველოს კანონმდებლობას საექიმო საქმიანობის შესახებ, ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტაციას, რომლებიც არეგულირებენ სამედიცინო ორგანიზაციის მუშაობას, ამბულატორიაში სამედიცინო-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზაციას; სოციალური ჰიგიენის საფუძვლებს; სამედიცინო ეთიკას და დეონტოლოგიას;
ადამიანის ორგანოთა ფუნქციური მდგომარეობის კლინიკური, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საერთო პრინციპებს;
** გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს;
** სანიტარული განათლების პრინციპებს; შრომის დაცვის წესებს და ნორმებს, უსაფრთხოების ტექნიკას, საწარმოო სანიტარიას და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საფუძვლებს.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებისადმი ყურადღება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: office@medcap.ge 2021 წლის 22 მარტის ჩათვლით. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება; რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთაღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |