www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიისა და IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქალთა საკონსულტაციო ცენტრი სახლი
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საკონსულტაციო ცენტრი "სახლი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და IT მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის ვებ-გვერდის კონტენტის მართვა და განახლება - განცხადებების, კვლევითი პუბლიკაციების და სხვადასხვა ინფორმაციის გამოქვეყნება, რედაქტირება და განახლება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** ორგანიზაციის სოციალური მედიის პლატფორმის (Facebook) გვერდის მართვა და განახლება, მათ შორის ხარისხიანი კონტენტის შექმნა და განთავსება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** სოციალურ ქსელში განსათავსებელი კონტენტის შესაბამისი დიზაინის შერჩევა და განახლება;
** შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Windows ოპერაციული სისტემები, სხვადასხვა სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების ინსტალირება, მომსახურეობა, განახლება და გამართვა;
** კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის ცოდნა - აწყობა, შეკეთება, მომსახურეობა;
** ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, პოზიციის შესაბამისი სხვადასხვა, აქტივობის განხორციელება, მაგ. ფოტო/ვიდეო გადაღება, მონტაჟი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (სასურველია კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით)
** Windows, ტიპის ოპერაციული სისტემების დაყენებისა და მოვლის გამოცდილება;
** სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 2 წლიანი) ვებ-გვერდის (სასურველია Drupal ან სხვა CMS სისტემასთან მუშაობის გამოცდილება) და სოციალური ქსელის გვერდების (Facebook) მართვაში;
** ენების ფლობა: ქართული სრულყოფილად, ინგლისურის კარგი ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ოპერატიულობა, ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის კულტურა.

განაცხადის შემოტანის პროცესი:

აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

** რეზიუმე (СV);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** სამოტივაციო წერილი;

სამუშაო დრო: შეთანხმებით
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე.
ინდივიდუალური გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან შერჩეული კანდიდატები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე: sakhli13@hotmail.com ა.წ. 15 მარტამდე წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - სოციალური მედიისა და IT მხარდაჭერის სპეციალისტი.

განცხადების გამოქვეყნების თარიღი: 20 თებერვალი 2021.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |