სატრანსპორტო კომპანია "კარგო ტრანს" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ორშაბათ-პარასკევი 10:00 დან 18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს აღწერა:
** ახალი პარტნიორი სატრანსპორტო კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ურთიერთობების დამყარება
** რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა უკვე არსებულ პარტნიორებთან
** შეკვეთების დამუშავება, გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი.
** ტვირთების ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი
** საქმიანობის შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალებების შესრულება.
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება ხორციელდება სისტემით: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად) + ბონუსური სისტემა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@cargotrans.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "ლოჯისტიკის მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებებს!