სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (თბილისი).
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური/ ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან მათი კმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით;
** პოტენციურ/ახალ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მათთვის პროდუქტების პრეზენტაცია;
ა** რსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
** საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი;
** საჭიროებისამებრ კომპანიის დამატებითი მოთხოვნების შესრულება;
** კომპანიაში მოქმედი სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა და დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური B2 დონე);
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office).
პიროვნული უნარები:
** გაყიდვების ტექნიკის გამოყენების ცოდნა და გამოყენების უნარი;
** გამართული მეტყველება და აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი/შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი;
** მიზანდასახულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სწავლისა და განვითარების სურვილი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy-corporatesales@igg.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".