შპს "Construction Service" (http://www.cs.ge/ge) აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია მოვალეობები:
შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება, შესყიდვა და შესყიდვების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია კანდიდატი ერკვეოდეს მშენებლობის დარგში;
** სასურველია გამოცდილება ჰქონდეს ავტოსერვისებში;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების და ინტერნეტის ცოდნა;
** აუცილებელია მართვის მოწმობის ფლობა (B კატეგორია);
** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით);
ფუნქციები:
** სამშენებლო მასალების ბაზრის შესწავლა;
** ავტოსფეროში (ავტონაწილები, ავტოაქსესუარები და ავტოტექმომსახურებები) ფასების შესწავლა;
** მოლაპარაკების წარმოება მომწოდებლებთან და შესყიდვა მაქსიმალურად დაბალი ფასებში;
** შესყიდვის დროული განხორციელება;
** შესყიდვისათვის საჭირო ბუღალტრული დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;
** დაკისრებული მოვალეობების შესრულება კომპანიის პროგრამული სისტემის თანახმად.
სასურველია, კანდიდატი ფლობდეს ავტომობილს.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სწრაფი აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@cs.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ან მობრძანდით ჩვენს შემდეგ მისამართზე: რუსთავი, მაზნიაშვილის 2 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 15:00-დან 16:00 სთ-მდე.
წარმატებას გისურვებთ!