www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო სავანეთი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

სასტუმრო "სავანეთი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფ. იყალთო, თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 1 - 3 თვემდე კვალიფიკაციიდან გამომდინარე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებული, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი;
** შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** ყურადღებიანი და ზრდილობიანი სტუმრების მიმართ.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სერვისის მართვა და კონტროლი შინაგანაწესის შესაბამისად;
** პერსონალის მართვა და მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის და ჰიგიენური ნორმების მონიტორინგი;
** რესტორნის საბუთებისა და სალაროს ბრუნვის მონიტორინგი;
** პროგრამის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა,
** ინვენტარიზაციებში ჩართვა და მარაგების კონტროლი;
** ხარჯების მონიტორინგი ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად.

უპირატესობა მიენიჭებათ კახეთის რეგიონში მცხოვრებ კანდიდატებს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სასტუმრო "სავანეთი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |