www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სპორტის პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

კომპანია "ბეთლაივის" სპორტის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სპორტის პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

ძირითადი შესასრულებელი ამოცანები:

** აქციების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
** საიტზე სპორტის ფუნქციონალის გამართული მუშაობის ზედამხედველობა;
** პროექტის ვადების დადგენა, დედლაინების დაცვა, პრეზენტაციების მომზადება და პროექტის ფარგლებში შეხვედრების ორგანიზება;
** რაპორტინგი და მონაცემთა ანალიზი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სპორტის კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 upper intermediate დონეზე ცოდნა;
** Microsoft პროგრამების ცოდნა;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ;
** ადგილმდებარეობა - თბილისი.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი;
** კორპორატიული დაზღვევა;
** უფასო კვება;
** უფასო პარკინგი;
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სპორტის პროდუქტის მენეჯერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |