www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სათადარიგო ნაწილების კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

შპს "ჯი-თი მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების კონსულტანტის თანამდებობაზე.

კომპანია "ჯი-თი მოტორს"-ი წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, ფორდის ცენტრი;
სამუშაო განაკევითი: კვირაში 6 დღე (10:00სთ. - 18:00სთ. დასვენების დღე კვირა);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილის დროული მოძიება, ფასების და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სათადარიგო ნაწილის მონტაჟის/შეცვლის შესახებ სერვისის სამუშაოებისთვის საჭირო დროისა და ფასის განსაზღვრა და მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესაბამისი თანხის გადახდის მონიტორინგი;
** სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის ეფექტური და სწრაფი წარმოება;
** ნაწილების და აქსესუარების ლოჯისტიკური პროცესების ზედამხედველობა;
** კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** გაწეული მომსახურეობის მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი;
** სერვისთან მუდმივი კომუნიკაცია, მომხმარებელთა ოპტიმალური მიღების დაგეგმვის მიზნით;
** სათადარიგო ნაწილების რეალიზაციის ზრდაზე და გეგმის შესრულებაზე მაქსიმალური ძალისხმევა;
** მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** მარაგებისა და შეკვეთების მუდმივი კონტროლი;
** ინდივიდუალური შეკვეთილი ნაწილებისა და აქსესუარების ლოჯისტიკის პროცესის მონიტორინგი - ჩამოსვლის ვადების კონტროლი და მომხმარებლის ინფორმირება;
** სათადარიგო ნაწილების მარჟის მონიტორინგი;
** ავტომობილის კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
** მარკეტინგული აქციების ინიცირებაში მონაწილეობის მიღება;
** საფასო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპანიაში დადგენილი სტანდარტების დაცვა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განათლება - ინჟინერ მექანიკოსი ან მსგავსი);
** რელევანტურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა სავალდებულოა;

პიროვნული თვისებები

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება (სათადარიგო ნაწილების კონსულტანტი).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |