კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პროგრამისტის პოზიციაზე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამსახურში.
სამუშაო აღწერილობა: სასწავლო პროცესის მართვის სისტემის მხარდაჭერა და ახალი მოდულების დამატება/დაშენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება PHP პროგრამირების მიმართულებით;
** PHP ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება (Laravel, Symfony, CodeIgniter);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება MySQL ბაზებთან მუშაობის მიმართულებით;
** HTML/CSS/JS საბაზისო ცოდნა;
** არსებულ კოდში გარკვევის უნარი და სურვილი;
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკურად აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა
კონკურსის ეტაპები:
** საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
საკონკურსო განაცხადები მიიღება: 04.03.2021 - 10.03.2021 ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.