www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Lolita
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

რესტორანი "ლოლიტა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაოს მიზანი:

პასუხისმგებელია ხარისხიანი კერძების მომზადებაზე, მის პოზიციასთან დაკავშირებული ყველა დავალების ეფექტურად განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით შესრულება;
** კოლეგებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობის დამყარება სამზარეულოს თანამშრომლებთან;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგის განხორციელება;
** მოწესრიგებულ უნიფორმის ტარება;
** ჰიგიენის მაღალი დონისა და დისციპლინის უზრუნველყოფა;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 11 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi@roomshotels.com და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |