www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ERP ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თელიანი ველი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

სს "თელიანი ველი" აცხადებს ვაკანსიას 1C ERP ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად სააღრიცხვო სისტემებში ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით, ცვლილებებისა და სიახლეების განხორციელება, ან/და დამატებითი მოდულების შექმნა-განვითარება;
** ERP (1C) სისტემის ვერსიების განახლება და საჭოროებისამებრ ახალი ბაზის გახსნა და გამართვა;
** ERP (1C) სისტემების ხარვეზების გამოკვლევა და გასწორება;
** ორგანიზაციის ახალი პროცესებისა და მოთხოვნების სისტემაში ასახვისათვის საჭირო სქემების განხილვა, ოპტიმალური ვარიანტის ჩამოყალიბება და ტესტირება;
** ბაზებში ყველა საჭირო დავალების, პროცედურისა და ფუნქციის შემუშავება/შექმნა, ტესტირება, გაშვება და შემდგომში მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სისტემაში ახალი/არსებული მომხმარებლისათვის უფლებების გაწერა და საჭიროებისამებრ კორექტირება;
** ორგანიზაციის აღრიცხვიანობის დეტალიზირებისა და სრულყოფის მიზნით, სისტემებში ახალი პროცედურების შემუშავება ან/და არსებულის შეცვლა, ტესტირება, დანერგვა და მომხმარებლების ტრენინგი;
** ახალი მოდულების გარჩევა და აწყობა;
** კომპანიის თვის დახურვის პროცედურაში მონაწილეობა;
** გარკვეული ტიპის გატარებების პროგრამული შემოწმება პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში;
** საჭიროებისამებრ, სისტემის მომხმარებლებისთვის ტრენინგების ჩატარება, სისტემასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და ინსტრუქციების მომზადება;
** სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
** ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია 1C ERP სისტემის მაღალ დონეზე ცოდნა;
** დამატებით სხვა ERP (Dynamic Axapta) სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ელემენტარულ დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია მოდულების ERP სისტემის: ფინანსები, წარმოება, საწყობი, გაყიდვები, შინაარსობრივი ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პროცესების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა.

გარანტიები:

** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@telianivalley.com. ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

სს "თელიანი ველი"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |