www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი გრაფიკულ დიზაინერი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

My.ge, რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: myauto, mymarket, myhome, myparts, myjobs, myshop, myads, myjobs, mysport გეძებს შენ უმცროს გრაფიკულ დიზაინერს.

თუ შენი მიზანია პროფესიული განვითარება, მაშინ აუცილებლად უნდა შემოუერთდე ყველაზე პროგრესულად და სწრაფად მზარდ კომპანიას, რათა მონაწილეობა მიიღო My.Ge-ის პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში.

გაეცანი ქვემოთ მოცემულ აღწერას და ძალიან სწრაფად გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** დიზაინერებთან ერთად საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური მასალების დამზადება;
** სხვადასხვა სახის განცხადებების ვიზუალური გაფორმება( მაგ. ვაკანსიების გრაფიკული ასახვა);
** კომპანიისთვის სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა სარეკლამო მასალის მომზადება თემატიკის შესაბამისად;
** მუდმივად ტრენდების გაცნობა და ინოვაციურობის დანერგვისკენ სწრაფვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Adobe photoshop-ის ცოდნა (აუცილებელი);
** Adobe illustrator-ის ცოდნა (აუცილებელი);
** გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველი);

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** გუნდურობა;
** ეფექტური ნეთვორქინგი;
** უკუკავშირისადმი ღიაობა და ცვლილებებისადმი მუდმივი მზაობა;

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დაგროვებითი პენსიის 4 % იფარება კომპანიის მხრიდან.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ ყველაზე ახალგაზრდულ, თავისუფალ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე და პორტფოლიო შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@my.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |