www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: განვადებისა და გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: Citrus.ge
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ განვადების პლატფორმა "Citrus.ge" აცხადებს ვაკანსიას განვადებისა და გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს - 15:00 საათამდე; შესვენება 1 საათი (დასვენების დღე კვირა)
** ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი, საშუალოდ 900 ლარი
** კომპანია ასევე უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განვადების ან გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word) მომხმარებლის დონეზე სასურველია;
** უმაღლესი განათლება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის განვადების პირობების გაცნობა, განაცხადის შევსება და პარტნიორ ბანკში გადაგზავნა
** ინდივიდუალური გეგმების შესრულება ყოველთვიურად
** აუცილებელ შემთხვევებში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა.
** მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა
** კომპანიაში მიმდინარე აქციების მომხმარებლისთვის მიწოდება და გაყიდვა

უნარები:

** გაყიდვების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის სწორად და ზუსტად გადამუშავება-გადმოცემის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე გასაუბრება ჩატარდება ონლაინ და შერჩეული კანდიდატი იმუშავებს დისტანციურად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: join@citrus.ge და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |