საკურიერო კომპანია Onway Delivery აცხადებს ვაკანსიას თბილისში საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერის პოზიციაზე, შემდეგ უბნებზე: ისანი, სამგორი, ვარკეთილი, ავლაბარი, ვაკე, ვერა, საბურთალო.
ძირითადი მოვალეობები:
** გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად
** Სატვირთო ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება
ძირითადი მოთხოვნები:
** ასაკი: 25-დან 50 წლამდე
** საკუთარი ავტომობილის ქონა (სასურველია ტევადი)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა (GPS სისტემის ფლობა)
** აუცილებელია კურიერად მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** ორიენტაციის უნარი
** მოტივირებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი: 10:00-17:00)
ანაზღაურება: 900 ლარი
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** Გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: info@onway.delivery და ელ. ფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერი-თბილისი.