სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დეპარტამენტში გაყიდვების მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, სს "არდი დაზღვევის" ქუთაისის სერვისცენტრი - ქუთაისი, პუშკინის ქ. №4.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების პორტფელის მართვა;
** დებიტორული დავალიანების მართვა;
** ინფორმაციის მიღება/დამუშავება;
** ბაზებში მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბიზნეს სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ბაკალავრის დიპლომი სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, E-mail, Excel);
** ქართული ენის გამართული ცოდნა (წერა, მეტყველება) - სავალდებულოა;
** უცხო ენ(ებ)ის ცოდნა - სასურველია.
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (1 ან 2 წლიანი);
** აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება: გათვალისწინებულია ბონუს სისტემით, ხოლო ფიქსირებული ხელფასი შეთანხმებით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@ardi.ge და გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტი.
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.