www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასორტიმენტის მენეჯერი
მომწოდებელი: ზოდი პლიუსი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას ასორტიმენტის მენეჯერის პოზიციაზე (კერამიკისა და აბაზანის აქსესუარების მიმართულებით) თბილისში.

ვაკანსიების რაოდენობა (1)
ლოკაცია - თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის #11
სამუშაო საათები - 09:30-დან 18:00 საათამდე;
სამუშაო დღეები - 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მარკეტინგის/ასორტიმენტის განვითარების ან/და გაყიდვების მიმართულებით;
** ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
** Excel მაღალ დონეზე ფლობა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა. უპირატესობა მიენიჭება თურქული ენის მცოდნე კანდიდატებს.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზების და მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
** ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
** სისტემური აზროვნების, მართვის სისტემური კომპონენტების შექმნის და დანერგვის უნარი;
** ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 01 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |