www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

აღნიშნული პოზიცია გულისხმობს მინიმუმ 6 თვის ვადით, დეკრეტში მყოფი თანამშრომლის შეცვლას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, მემედ აბაშიძის #1
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
** ოფისის საკანცელარიო და სხვა მასალებით უზრუნველყოფა;
** შესყიდვების პროგრამული აღრიცხვა;
** შემოსული კლიენტების მიღება-გადამისამართება ან მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სატელეფონო ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და გადამისამართება;
** ოფისის კორპორატიულ იერსახეზე ზრუნვა;
** ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მნიშვნელოვანია მსგავს პოზიციაზე (მითერი, ადმინისტრატორი, ოფის მენეჯერი) მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მნიშვნელოვანია MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;
** კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით და სათაური ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - სერვის ადმინისტრატორი ქ. ბათუმში.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |