www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Crystal Group
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

"კრისტალი ჯგუფი" აერთიანებს რამოდენიმე ბიზნეს მიმართულებას ბაკურიანში: სასტუმრო ბიზნესი, უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვა, სამშენებლო მიმართულება. ჩვენი მიზანია ბაკურიანის ტურისტული პოტენციალის ამაღლება მისი ინფრასტრუქტურის ევროპულ დონეზე განვითარების ხარჯზე.

"კრისტალი" გამოირჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებით, მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კეთილდღეობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი გუნდის ღირებულებები და პროფესიონალიზმი.

პოზიცია: უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით;
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური გაყიდვების ტექნიკების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** საპრეზენტაციო მასალებზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;
** კლიენტისათვის პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** სატელეფონო ზარების/მეილების პასუხი;
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;
** ობიექტზე ვიზიტის ორგანიზება;
** რეპორტინგი;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი ადაპტირების და მოქნილობის უნარი;
** ძლიერი ლიდერული თვისებების და დარწმუნების უნარის მქონე;
** მიზანდასახული და მიზანსწრაფული;
** კლიენტზე ორიენტირებული;
** გამართული მეტყველება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@crystalgroup.com.ge და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუსთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, ვისი რეზიუმეც შეირჩევა აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |