www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: Global HR Solutions
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს 3 ძირითად მიმართულებას (მენეჯმენტ კონსალტინგი, ინვესტიციების მენეჯმენტი და Advisory Service, უძრავი ქონების დეველოპმენტ) აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

საკონსულტაციო პროექტები:

** პირველადი შეხვედრების ჩატარება პოტენციურ კლიენტებთან, მომსახურების გაცნობა მათი საჭიროებისა და პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე;
** პოტენციური კლიენტისთვის შეთავაზების მომზადება ყველა საჭირო დეტალის გათვალისწინებით;
** კლიენტისთვის ხელშეკრულებისა და თანმდევი დოკუმენტების მომზადება;
** ჩართულობა გუნდის სამუშაო პროცესში და კლიენტთან სამუშაო შეხვედრებში, ასევე პროექტის დაგეგმვის, ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში;
** პროექტის გუნდის ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შედეგების დირექტორთან გავლა;
** კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში ჩართულობა და დამფუძნებლებთან განხილვა;
** თვიური და კვარტალური ბიუჯეტის მომზადება;
** კომპანიის შიდა სამუშაო ფაილების მომზადება (როგორიცაა გეგმები, გაყიდვების ანალიზი, პროექტების განხორციელების ანალიზი და სხვ.);
** პასუხის გაცემა შემოსულ მოთხოვნებზე/წერილებზე.

ბიზნესის ზრდა და განვითარება:

** განვითარების შესაძლებლობების კვლევა და იდენტიფიცირება, განვითარების გეგმის მომზადება და შესრულება (მათ შორის, განხორციელებისთვის საჭირო რესურსის (ფრილანსერების, აუთსორს კომპანიების, ა.შ.) მოძიება);
** მარკეტინგული გეგმის განხორციელება (მათ შორის, განხორციელებისთვის საჭირო რესურსის (ფრილანსერების, აუთსორს კომპანიების, ა.შ.) მოძიება);
** საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებული სიახლეების მონიტორინგი, ინფორმაციის მოძიება და მისი შესაბამისი გამოყენება განვითარებისთვის;
** გაყიდვების გეგმის მომზადება, მისი განხორციელება (მათ შორის, განხორციელებისთვის საჭირო რესურსის (ფრილანსერების, აუთსორს კომპანიების, ა.შ.) მოძიება);
** ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების, მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების, აუდიტის, ეკონომიკის, მარკეტინგის და სხვ. მიმართულებით)
** მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ანალიტიკასა და ქონსალთინგში
** ბიზნეს გეგმების და Feasibility Study-ს მომზადების კვალიფიკაცია ჩაითვლება უპირატესობად
** კრიტიკული აზროვნების უნარი, სამუშაოს პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების კუთხით
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და პროაქტიულობა
** აზრის მარტივად გადმოცემისა და მოლაპარაკების უნარი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word, PowerPoint)
** საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ghrs.ge 2021 წლის 19 აპრილამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "პროექტების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |