ფრანგული პრემიუმ ბრენდების ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორი და რითეილერი - საერთაშორისო კომპანია "ოდეონი" აცხადებს ვაკანსიას კოსმეტიკისა და პარფიუმერიის კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა, კვალიფიციური კონსულტაცია და მოთხოვნის მიხედვით პროდუქციის შეთავაზება;
** წარმოდგენილი პროდუქციის პოპულარიზაციაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მუშაობის გამოცდილება მომსახურების სფეროში (პარფიუმერულ ქსელში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველება/პრეზენტაციის უნარი;
** ფრანგული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (დამატებით ინგლისური ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** თავაზიანობა, სისხარტე, ოპერატიულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კონკურენტული ანაზღაურება: 800 ლარი (NET) + ბონუსი გაყიდვებიდან;
** ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (კერძოდ, საფრანგეთში);
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00, კვირაში 6 სამუშაო დღე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: odeoni.rec@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.