www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-მექანიკოსი
მომწოდებელი: ჩირინა
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (http://www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული. კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომბინირებული საკვები ქარხნის ინჟინერ-მექანიკოსის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო მანქანა-დანადგარების ტექნიკური მომსახურება
** დანადგარების ხარვეზების ამოცნობა
** დანადგარების გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება
** სათადარიგო ნაწილების მონიტორინგი/შეკვეთა/ჩამოწერა
** აღჭურვილობების სქემების შენახვა, დაარქივება და სქემების მიხედვით თითოეული დანადგარის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა/შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული ტექნიკური განათლება
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საწარმოო მანქანა-დანადგარებთან.
** ინგლისური, რუსული ენების ცოდნა (ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დავალების შესრულებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 20 მარტამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |