www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: iTechnics Apple Authorised Reseller
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

"Apple"-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "iTechnics"-ი, ჩვენთან სამუშაოდ იწვევს ყველას, ვისაც უნდა და შეუძლია "ეფლში" მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების და სალარო ოპერაციების ცოდნა;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** Apple-ის პროდუქციაზე მომსახურების გაწევა;
** გაყიდვებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება;

პროფესიონალს უნდა ჰქონდეს:

** შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** ლოგიკური საკითხების გადაწვეტის უნარი;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება სალაროს, გაყიდვების და მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.

ჩვენ შეგასწავლით:

** Apple-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
** გაყიდვების ხელოვნებას;
** სალარო ოპერაციების მართვას;
** კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას.

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მეგობრული გარემოს შექმნაზე, თანამშრომლების მაღალ მოტივაციაზე, მათ სწავლება განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@itechnics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასატურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "iTechnic"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

"iTechnics" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |